top of page

ქოუჩინგი როგორც დროის პასუხი: COACHING.UP-ში დაიწყო 197-ე ქოუჩინგის ნაკადი

  • Writer: COACHING.UP
    COACHING.UP
  • 5 days ago
  • 1 min read
ქოუჩინგი როგორც დროის პასუხი: COACHING.UP-ში დაიწყო 197-ე ქოუჩინგის ნაკადი

ქოუჩინგი იქ იბადება, სადაც მზა რეცეპტები მთავრდება. ეს მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ არის - ეს არის არჩევანი, თუ როგორ ვიყოთ სამყაროში. ყურადღებით. პატიოსნად. სრულად ჩართულად.


COACHING.UP-ის 197-ე ქოუჩინგის ნაკადი აერთიანებს ადამიანებს, რომლებმაც სიღრმე აირჩიეს.

თქვენ არ მოსულხართ „ტექნიკების შესასწავლად“, არამედ საკუთარი თავისთან ახალი შეხვედრისთვის.

თქვენი არჩევანი ტრანსფორმაციული გზის დასაწყისია, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ პირად ცხოვრებაზე, არამედ პროფესიულ და სოციალურ რეალობაზეც.



ეს პროგრამა უფრო მეტია, ვიდრე სასწავლო სტრუქტურა.

ეს არის ცოცხალი განვითარების სივრცე, სადაც ყალიბდება ყოფნისა და აზროვნების ახალი ხარისხი.


სწორედ აქ იბადება უნარი:

  • მოისმინო სიტყვებზე ღრმად და დაინახო აშკარაზე მეტი;

  • დარჩე გვერდით გაურკვევლობისა და შინაგანი ძიების მომენტებში;

  • დასვა კითხვები, რომლებიც ნამდვილი გადაწყვეტილებებისკენ ხსნის გზას;

  • შექმნა ნდობის სივრცე, სადაც მოქმედების სიმამაცე იჩენს თავს.



ქოუჩინგი არის ურთიერთქმედების ეთიკა და პასუხისმგებლობა გავლენზე.

ეს არის პოტენციალის დანახვის ხელოვნება იქ, სადაც სხვები მხოლოდ შეზღუდვებს ხედავენ.

197-ე ნაკადი სწავლობს და ვითარდება ICF-ის, EMCC-ისა და AC-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.


თუმცა სერტიფიკაცია საბოლოო მიზანი არ არის.


უმთავრესი ღირებულება არის საკუთარი პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბება, რომელიც ეფუძნება სიღრმეს, ემპათიას, ეთიკურობასა და თითოეული ადამიანის უნიკალურობის პატივისცემას.


ქოუჩინგი არის ინვესტიცია მომავალში. დიალოგის ხარისხში. ზრდასრულ ლიდერობაში.

ურთიერთპატივისცემისა და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების კულტურაში.


მსოფლიოს სჭირდება ახალი დონის ქოუჩები - და COACHING.UP-ის 197-ე ნაკადი უკვე ამ პასუხის ნაწილია.


გმადლობთ ნდობისა და სიმამაცისთვის.

სიღრმის გზის არჩევისთვის და არა ზედაპირული გადაწყვეტილებებისა.


თქვენ უკვე დაიწყეთ ცვლილებები საკუთარ თავში და ამიტომ სამყაროზე გაცილებით მეტ გავლენას ახდენთ, ვიდრე შეიძლება გეგონოთ.


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება COACHING.UP-ში - სივრცეში, სადაც ქოუჩინგი ხდება აზროვნების სტილი, ხოლო სწავლა - ნამდვილი შინაგანი ტრანსფორმაცია.

 
 
bottom of page