top of page

დაიწყო კურსის „ქოუჩინგის სერვისების გაყიდვის უნარები“ 2-ე ნაკრები

  • 5 days ago
  • 1 min read
დაიწყო კურსის „ქოუჩინგის სერვისების გაყიდვის უნარები“ 2-ე ნაკრები

ვიწყებთ ქოუჩინგის პროგრამის 2-ე ნაკრებს, რომელიც პროფესიული ქოუჩინგის პრაქტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს - გრძელვადიან კონტრაქტებთან მუშაობას ეძღვნება.


ეს კურსი შექმნილია ქოუჩებისთვის, რომლებიც არამხოლოდ კლიენტების მოზიდვას, არამედ სტაბილური, ღრმა და სტრუქტურირებული გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნას ესწრაფვიან. ფოკუსშია ქოუჩისა და კლიენტის აზროვნების თავისებურებები კონტრაქტის კონტექსტში, დიდი ცხოვრებისეული მიზნების ფორმირება, ნდობის შექმნა და თანამშრომლობის სისტემური სტრუქტურირება.


2-ე ნაკრების მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან კონტრაქტული, დიაგნოსტიკური და ფინალური სესიების ჩასატარებლად, შეისწავლიან გრძელვადიანი ურთიერთობის გამოწვევებს და შექმნიან კლიენტის მხარდაჭერის ერთიან მოდელს მთელი კონტრაქტის განმავლობაში.


კურსი ძლიერი საყრდენი იქნება იმ ქოუჩებისთვის, რომლებიც უკვე სწავლობენ ან პრაქტიკას ეწევიან და სურთ:

  • თავდაჯერებულად იმუშაონ გრძელვადიან კონტრაქტებთან;

  • გააღრმავონ ნდობა და ურთიერთობის ხარისხი კლიენტებთან;

  • გააფართოონ საკუთარი პრაქტიკა და შექმნან სტაბილური განვითარების მოდელი.


ვულოცავთ 2-ე ნაკრების მონაწილეებს ამ პროფესიული ეტაპის დაწყებას.


წინ არის პრაქტიკა, სისტემურობა და თავდაჯერებულობის ახალი დონე გრძელვადიანი ქოუჩინგის კონტრაქტების გაყიდვასა და მართვაში.

 
 
bottom of page